Sunday, April 13, 2014

სასწავლო პროექტი "ადამიანი და მიკროორგანიზმები"

1.პროექტის სახელწოდება: ადამიანი და მიკროორგანიზმები
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადება: მოსწავლეები ჩაატარებენ  ცდებს  მიკროორგანიზმების მონაწილეობით  საკვებ  პროდუქტებზე.
3.პროექტის  აქტუალობა: მოსწავლეებმა  კარგად  გაიაზრონ  მიკროორგანიზმების  როლი  ადამიანის  ყოველდღიურ  საქმიანობაში.  ჯანსაღი  საკვები,  სუფთა  წყალი,  ეკოლოგიურად  სუფთა  გარემო  ის  კომპონენტებია,  რომელთა  გარეშეც  ადამიანის  ჯანმრთელობა   სერიოზული   საფრთხის  წინაშე  დგება. სუფთა  გარემოს, ჯანსაღი  საკვების,  სუფთა  წყლის  შექმნაში  უპირატესობას  მიკროორგანიზმები  წარმოადგენს.
4.პროექტის  მიზნები:  მოსწავლეები  შეისწავლიან  იმ  მიკროორგანიზმებს,  რომელთაც  უდიდესი  მნიშვნელობა  აქვთ  ცომის  აფუებაში,  ბოსტნეულის  დამწნილებაში,  მაწვნის  შედედებაში,  ღვინის  წარმოებაში,   საჭმლის  მონელებაში.  გამოიმუშავებენ  აღწერის,  კვლევის,  ანალიზის  და  ისტ-ის  გამოყენების  უნარ-ჩვევებს.
5.მონაწილეთა  ასაკი: 12-17 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: 3  კვირა
7.მოსალოდნელი  შედეგები/ პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას: მიკროორგანიზმების  დახმარებით  მოსწავლეები  აკვირდებიან  მაწვნის  შედედებას,  ცომის  აფუებას,  ღვინის  წარმოებას,  შეიქმნება  ვიდეო-კოლაჟები,  გადაიღებენ  ფოტოებს.
8.პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  სახამებელი,  საფუარი,  რძე,  მაწვნის  დედა,  ყურძენი,  კომპიუტერი,  ფოტო-აპარატი,  კამერა,  ინტერნეტი.
9. პროექტის  მსვლელობა:  (ძირითადი  აქტივობები):  მიკროორგანიზმების  დახმარებით  მოსწავლეები  აკვირდებიან  მაწვნის  შედედებას,  ცომის  აფუებას,  ღვინის  წარმოებას.  გააკეთებენ  ანალიზს.  გამოიტანენ  დასკვნებს,  მოსწავლეები  ცდის  მსვლელობას  დააფიქსირებენ  ფოტოებით,  შექმნიან  ვიდეო-კოლაჟს  და  განათავსებენ  ინტერნეტში.
10. საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან /ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი  ბიოლოგია,  ქიმია,  ისტ.
IX.8  მოსწავლეს  შეუძლია  აღწეროს  ქიმიური  რეაქციების  როლი  ახალი  მასალების  წარმოებასა  და  ენერგიის  მიღებაში.ქიმიი


11.პროექტის  ხელმძღვანელი:  ეკატერინე  ჯადუგიშვილი,  ახალი  სამგორის  საჯარო  სკოლის  ბიოლოგიისა  და  ქიმიის  მასწავლებელი.
12.ხელმძღვანელის  ელ.  ფოსტა:  ekajadugishvili@gmail.com
13.პროექტის  ვებ-გვერდი/ ბლოგი: http://ekajadugishvili.blogspot.com/



No comments:

Post a Comment